საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ხვალ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს
ავტორი:
2018/თებერვალი/13 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/dargobrivi-komiteti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478033-dargobrivi-ekonomikis-komiteti-khval-sazogadoebriv-mautsyebelthan-dakavshirebul-paketze-prezidentis-motivirebul-shenishvnebs-ganikhilavs.html", "headline": "დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ხვალ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტი...", "datePublished": "2018-02-13 11:48:12", "dateModified": "2018-02-13 11:48:12", "description": "ხვალ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/dargobrivi-komiteti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხვალ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიციას და მის ალტერნატიულ საკანონმდებლო შეთავაზებას კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გააცნობს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელმაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, გიორგი მარგველაშვილი კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ ისედაც შეზღუდულ და მეტიც - კლებად სარეკლამო ბაზარზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოყვანა და კერძო მაუწყებლებთან ერთად კონკურენციაში ჩაბმა, იქნება კონკურენტული გარემოს შეზღუდვა ბაზარზე არსებითად უთანასწორო პირობების დაწესებით.

მარგველაშვილი პარლამენტს კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ნორმის არსებული საკითხით შენარჩუნებას სთავაზობს და როგორც მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით აქვს გარანტირებული სტაბილური დაფინანსება, რომელიც მთლიანი სარეკლამო ბაზრის ნახევარს აღემატება, როდესაც სარეკლამო ბაზრის მასშტაბიდან გამომდინარე, არაერთ მაუწყებელს ისედაც მკაცრი კონკურენციის პირობებში უწევს არსებობა, მიზანშეუწონელია კერძო მაუწყებელთა მიერ მიღებული სახსრების ოდენობის შემცირება.

პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი, მდგრადი და მრავალფეროვანი მედიაგარემოს განმაპირობებელი ერთ-ერთი არსებითი ფაქტორი ფუნქციონირებადი სარეკლამო ბაზარია.

“საქართველოს სარეკლამო ბაზარი, მისი მასშტაბის გათვალისწინებით, არ არის თვითკმარი, შესაბამისად, მკაცრი კონკურენციის პირობებში მედიასაშუალებებს არა მხოლოდ ეფექტიანი ფუნქციონირებისა თუ განვითარებისათვის, არამედ ზოგჯერ გადარჩენისათვის ზრუნვა უწევთ. შესაბამისად, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ბაზარზე, გარდაუვლად აისახება მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის ხარისხსა და მთლიანად მედიაგარემოზე. ამის გათვალისწინებით, ისედაც შეზღუდულ და მეტიც - კლებად სარეკლამო ბაზარზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოყვანა და კერძო მაუწყებლებთან ერთად კონკურენციაში ჩაბმა, იქნება კონკურენტული გარემოს შეზღუდვა ბაზარზე არსებითად უთანასწორო პირობების დაწესებით. ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო გაართულებს კერძო ტელეკომპანიების, განსაკუთრებით, რეგიონული, ახალი და მცირე ზომის მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობას, უარყოფითად აისახება კონკრეტულ მედიასაშუალებებზე და შესაბამისად - მედიაპლურალიზმზე. ეს ყოველივე დააზარალებს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას - მიიღოს მრავალფეროვანი, თავისუფალი ინფორმაცია და იდეები, და დააზარალებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ფინანსურად მდგრადი ორგანიზაცია, მას კანონით აქვს გარანტირებული ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის მიღება, რომელიც არ იკლებს წლიდან წლამდე, არამედ შეიძლება გაიზარდოს კიდეც“, - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის კანონმდებლობით გარანტირებული წლიური დაფინანსება, რომელიც 2016 და 2017 წლისთვის 40 მილიონს აღემატებოდა, ხოლო 2018 წელს 50 მილიონს აჭარბებს, მუდმივად აღემატება მთლიან სატელევიზიო სივრცეში არსებული სარეკლამო ბაზრის ნახევარს.

“ცხადია, დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღოს კანონით ამჟამად განსაზღვრულზე მეტი სახსრები თავისი ფუნქციების შესასრულებლად, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა, დემოკრატიული საზოგადოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთის - პლურალისტური მედიაგარემოს დაზიანების ხარჯზე, რომლის აუცილებელი შემადგენელი, ძლიერ და დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი კერძო მაუწყებლების სიმრავლე, მრავალფეროვნება და გამართულად ფუნქციონირება. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, არ უნდა განაპირობოს მედიაპლურალიზმის შემზღუდველი ბაზრის ჩამოყალიბება, რაც დააზიანებს ამავე მოქალაქეების ინტერესებს“, - წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარდგენილ ვეტოში.

ამ კონტექსტში პრეზიდენტი წამყვანი კომიტეტის - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნაზეც მიუთითებს, სადაც აღნიშნულია, რომ “წარმოდგენილი რეგულაციით ხდება კერძო ტელევიზიებისათვის (განსაკუთრებით ახალშექმნილი ტელევიზიებისათვის) კონკურენტული გარემოს შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე. გარდა ამისა, კომერციული რეკლამიდან შემოსავლის მიუღებლობამ შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს კერძო ტელევიზიების დამოუკიდებლობის ხარისხი“.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 87
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია