საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნინო ლომჯარია - მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს
ავტორი:
2018/თებერვალი/13 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/lomjaria_1d3e8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478023-nino-lomjaria-mukhtharlis-gauchinarebis-garemoebebis-gamodzieba-araefeqturad-mimdinareobs.html", "headline": "ნინო ლომჯარია - მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს", "datePublished": "2018-02-13 11:01:22", "dateModified": "2018-02-13 11:01:22", "description": "სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/lomjaria_1d3e8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც ეს მედიის მიერ იყოს მოპოვებული, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.

ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მუხთარლის სატელევიზიო ინტერვიუ (გადაცემა ”P.S.”) საქმის მასალებს უნდა დაერთოს.

ლომჯარიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს მუხთარლის დაკითხვაზე მიმართა, ამ შემთხვევაში რა ხდება პასუხი უცნობია. ამიტომ მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის.

”ნამდვილად მიმაჩნია, რომ მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. დიდი ხანია არაფერი გვსმენია ამ გამოძიების მიმდინარეობაზე და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის. ასევე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს განსაკუთრებით როცა საუბრობს გატაცების გარემოებებზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პროკურატურამ თხოვნით მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, რომ მიეცეთ დაკავებულის დაკითხვის შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პასუხი რა ხდება. როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია, ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ინფორმაციებს გამოძიების მხრიდან მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია