საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ირაკლი სესიაშვილი - ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა
ავტორი:
2018/იანვარი/12 22:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/sesiashvili_687e5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472863-irakli-sesiashvili-teroristebs-rom-thavianthi-ganzrakhva-aghesrulebinath-sheilakheboda-qveynis-imiji-ganvithareba-sheferkhdeboda-turizmi-shesadzloa-nuls-gatoleboda.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, გან...", "datePublished": "2018-01-12 18:09:53", "dateModified": "2018-01-12 18:09:53", "description": "მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს, უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/sesiashvili_687e5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს, უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა განზრახვითაც ეს ტერორისტები ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ხელისუფლება და კანონი ვერ იმუშავებს, თუ საზოგადოების მხრიდან არ იქნება ხელშეწყობა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სახელმწიფოში სერიოზული საფრთხეების აცილება მოხდა.

“ქვეყანა ავაცილეთ ძალიან სერიოზულ საფრთხეებს. მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს. მინდა უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა განზრახვითაც ეს ტერორისტები ჩამოვიდნენ. ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა და ძალიან ბევრი პრობლემა გვექნებოდა, რაც ისევ და ისევ ჩვენს მოსახლეობას უბრუნდება.

არის ემოციური ფონიც და აქ მხოლოდ ხელისუფლება და კანონი ვერ იმუშავებს. საუბარი იმაზე და ფონის შექმნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა და რომ აქედან თავისუფლად მიდიან, არის ტყუილი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დარტყმა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია