საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პროფკავშირების და ფრიდრიხ ემბერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს საპენსიო რეფორმაზე მსჯელობენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/petriashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467281-profkavshirebis-da-fridrikh-embertis-fondis-iniciativith-gamarthul-konferenciaze-saqarthvelos-sapensio-reformaze-msjeloben.html", "headline": "პროფკავშირების და ფრიდრიხ ემბერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს საპენსიო რე...", "datePublished": "2017-12-07 08:38:39", "dateModified": "2017-12-07 08:38:39", "description": "საქართველოს პროფკავშირების და ფრიდრიხ ემბერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/petriashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პროფკავშირების და ფრიდრიხ ემბერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს საპენსიო რეფორმაზე მსჯელობენ.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, პროფკავშირის პროექტსა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტებს შორის არის გარკვეული განსხვავებები. მისივე თქმით, მთავრობამ გარკვეული ელემენტები აიღო პროფკვაშირების პროექტიდან, მაგალითად საყოველთაობა, თვითდასაქმებულების ჩართულობა, რაც მისასალმებელია. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ახალი საპენსიო რეფორმა უნდა იყოს მდგრადი, სამართლიანი, არ უნდა იყოს კერძო საპენსიო ფონდის მსგავსი და უნდა ეფუძნებოდეს სოლიდარობის პრინციპებს. მისივე თქმით, პროფკავშირების მიერ შეთავაზებული პროექტი არის ყველა ქვეყანაში აპრობირებული.

„დასაქმებული ადამიანი თავის ჯიბიდან თანხას არ უნდა იხდიდეს, მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტისა და დამსაქმებელების ხარჯზე უნდა გადაიხადოს პირველი 5 წლის განმავლობაში. როდესაც საზოგადოებას ამის მიმართ ნდობა ექნება, 5 წლის შემდეგ გადაახდევინონ ის 2%“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. მისი განცხადებით, მთავრობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაითვალისწინა საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც აისახება კანონპროექტში და წლის ბოლოსთვის წარდგენილი იქნება.

„წლის დასაწყისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონპროექტი წარდგენილი ყოფილიყო საზოგადოებისთვის საკომუნიკაციოდ. მივიღეთ საზოგადოების უკურეაქციები და აღნიშნული ცვლილებებით დავუბრუნეთ პარლამენტს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით შემდეგ კვირაში ალბათ ახალი კანონპროექტი გამოქვეყნებდა, თუმცა მისი თქმით, ცვლილებების მიუხედავად ძირითადი პრინციპები შეცვლილი არ არის.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განმარტა, საპენსიო რეფორმა ისტორიული რეფორმაა და ის მიესალმება იმას, რომ აღნიშნულ რეფორმაზე მიმდინარეობს აქტიური საზოგადოებრივი მსჯელობა.

კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროპელი ექსპერტები, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების და საზოგადოებრვიი ორგანიზაციების წარმომადგენლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია