საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გახდი PSNEWS.GE-ს მოქალაქე ჟურნალისტი

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო,

 საინფორმაციო ინტერნეტპორტალი PSNEWS.GE  ცდილობს, განავითაროს სამოქალაქო ჟურნალისტიკა და თავისი  ინტერნეტგამოცემა გაამდიდროს მკითხველისგან მიღებული სტატიებით, ფოტო თუ ვიდეო/აუდიო მასალებით.

ამ მიზნით გთავაზობთ ახალ რუბრიკას  მკითხველის თავისუფალი სივრცე“, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს შეეძლება  საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების, ფოტო თუ ვიდეო მასალების  გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, შეხედულებისამებრ შეარჩიოს მკითხველის მასალები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ეთიკური ნორმები.

მასალები (ტექსტი/ფოტო/ვიდეო/აუდიო) ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.
გთხოვთ მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: psnews27@gmail.com
(subject-ში ჩაწერეთ „მკითხველის თავისუფალი სივრცე“)

 

 

თუ გსურს, გახდე მოქალაქე ჟურნალისტი, უნდა იცოდე, რომ

 

·       სამოქალაქო ჟურნალისტიკა  ახალი ამბების, ფაქტების, ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ არა  - პროფესიონალი ჟურნალისტების, არამედ - ნებისმიერი პროფესიის მოქალაქეების მიერ.

 

·       მოქალაქე ჟურნალისტი შეძლება, გახდეს  ნებისმიერ ადამიან, რომელსაც აქვს მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და კომპიუტერი. და რაც მთავარია, უყვარს იმ ფაქტების  დაფიქსირება, რასაც თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება. მაგალითად: „დღეს ჩემ მეზობელს გულის შეტევა ჰქონდა და სასწრაფო ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა“,  „სეტყვამ მთელი სოფლის მოსავალი გაანადგურა“  და ა.შ.

 

თუ თქვენ გინდათ, რომ ისეთი საინტერესო ამბები, რომლის თვითმხილველიც ხართ, არამარტო მეგობრებსა თუ ახლობლებს გაუზიაროტ, არამედ მთელ მსოფლიოს გააგებინოთ, მაშინ უკვე თქვენ ნამდვილი მოქალაქე ჟურნალისტი ხართ და შეგიძლიათ, გამოგვიგზავნოთ გამოსაქვეყნებლად.

 

მოქალაქე ჟურნალისტებტან თანამშრომლობის  პირობები

 

საინფორმაციო ინტერნეტპორტალი PSNEWS.GE  სანამ მკითხველთაგან გამოგზავნილ მასალებს გამოაქვეყნებდესისევე, როგორც ყველა მედიაორგანიზაციამ - თავი უნდა დაიზღვიოს ისეთი შემთხვევისგან, თუკი მკითხველის მიერ გამოგზავნილი მასალა სამართლებრივი დავის საგნად იქცევა. ამიტომ, როცა მასალ (ტექსტი/ფოტო/ვიდეო/აუდიო) გვიგზავნით, შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით ჩვენს პირობებს, ანუ თქვენ:

 

·       www.psnews.ge- ანიჭებთ თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალის (ტექსტი/ფოტო/ვიდეო/აუდიო)  ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენების უფლებას, თქვენთვის ან მესამე მხარისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდის გარეშე;

 

·       პირობას დებთ, რომ შპს P.S-ის და მისი ინტერნეტგამოცემის www.psnews.ge - წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავთ ატვირთული მასალის გამოყენებისთვის;

 

·       პირობას დებთ, რომ ატვირთული მასალა თქვენი ორიგინალური ნამუშევარია და რომ ის არ შეიცავს პორნოგრაფიულ, რასისტულ, ცილისმწამებლურ ანდა სხვა სახის, მორალური თვალსაზრისით შეურაცხმყოფელ, მასალებს;

 

·       თანახმა ხართ, შპს P.S-ის ხელმძღვანელობას აუნაზღაუროთ ხარჯები, რომლებიც მათ დააწვება, თქვენს მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში;

 

·       აღიარებთ, რომ, თუკი თქვენს მიერ გამოგზავნილი მასალა არ არის თქვენი საკუთარი შემოქმედება ან ცილისმწამებლური ხასიათისაა, დაზარალებულ მხარეს შეუძლია, სასამართლო საქმე აღძრას თქვენს წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ დაეკისრება შპს P.S-ს და მის გამოცემებს: გაზეთ P.S.-სა და ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge -

 

 

გახდი PSNEWS.GE-ს მოქალაქე ჟურნალისტი

და  გააგებინე ყველას ის, რაც მხოლოდ შენ იცი!

გამოგვიგზავნე  სტატია, ფოტო, ვიდეო ელექტრონულ ფოსტაზე

psnews27@gmail com

დაგვირეკეთ 599 107794; 577 247711

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია