საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის №7 საჯარო სკოლა

 

აქ მაშინ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ნაკვეთი იყო.

 

იმპერიალისტური ომი კარის ზღურბლიდან იმზირებოდა ავად. მეფის მთავრობა საკუთარი პრივილეგიების გაბატონებისთვის ისწრაფვოდა.  ცხოვრება  უფერული კალაპოტით მიედინებოდა უსასრულობისაკენ და გვერდზე ტოვებდა  მხიარული პატარების ოცნებას  ბედნიერ ცხოვრებაზე. მომავალი თაობის განათლებისათვის არავის ეცალა.

 

ერთ დღესაც ქუთაის-ქალაქის ძველისძველი უბნის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, საკუთარი სახსრებით შეეძინათ მიწის ნაკვეთი და საგანმანათლებლო კერა დაეარსებინათ თავიანთი შვილებისათვის. ადგილიც იპოვეს, მაგრამ მიწის მფლობელი ძალიან ძვირს აფასებდა, თურმე. მეფის მთავრობასაც სთხოვეს დახმარება, მაგრამ „რაც შეიტანეს, ის გამოიტანეს იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან“... არც ნაკვეთის მესაკუთრე აკლებდა გროშს. ამიტომ მშობლები იძულებული  გახდნენ, სასკოლო შენობისათვის სათითაოდ გადაეხადათ 30 მანეთი ოქრო.

 

ასე გაიჭრა XX  საუკუნის  30-იან წლებში ერთი სკოლის საფუძველი. ამ ბალავარზე ახლაც ხარობს ნერგი და იზრდება. მას დღეს მე-7 საჯარო სკოლა ჰქვია. სკოლა, რომელმაც სახელოვნად განვლო შვიდი ათეული წელი  და ღირსეული თაობები აღუზარდა  მამულს.

 

დღეს აქ 990 ბავშვი სწავლობს. ასეთი მრავალრიცხოვანი კონტინგენტი მის კარგად გათვლილ მენეჯმენტსა და პროფესიონალ პედაგოგთა კადრზე მეტყველებს. მისი წევრები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საორგანიზაციო საქმეებში. სკოლისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ისინი დირექტორთან ერთად  წყვეტენ:  ხშირად სთავაზობენ პედკოლექტივს  ინოვაციურ წინადადებებს.

 

წლების განმავლობაში მრავალი საინტერესო ღონისძიება თუ ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო იმართებოდა და იმართება სკოლაში.  აქ  ქალაქისათვის კარგად ცნობილი ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს.

 

წარმატებების ნაკლებობას არც სპორტში განიცდიან. სკოლასში ხშირად ტარდება  შიდასასკოლო ტურნირები და მხიარული სტარტები.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია პედაგოგთა პროფესიონალიზმი. სკოლაში მათ მიერ შექმნილი გარემო თითოეული მოზარდისთვის მეორე ოჯახია.

 

ღირსეული წარსული და აწმყო, რომელიც მე-7 საჯარო სკოლას  დაარსებიდან დღემდე მოჰყვება, კიდევ ბევრ ათეულ წელს გადაწვდება დიდებითა და პატივით.

 

 

 

 

სსიპ ქალაქ ქუთაისის N7 საჯარო სკოლა


მისამართი: ქუთაისი, გველესიანის ქუჩა N73;


ელ-ფოსტა:  skola_7@mail.ru

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია