საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა

 

 

სსიპ იოსებ  ოცხელის სახელობის ქალაქ  ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, ყოფილი სათავდაზნაურო  გიმნაზია,  ისტორიული სასწავლებელია. XIX საუკუნიდან მოყოლებული ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის მას მრავალი სასახელო მამულიშვილი გაუზრდია: გიორგი ახვლედიანი ,არნოლდ ჩიქობავა, აკაკი  შანიძე, გიორგი წერეთელი , კონსტანტინე გამსახურდია, ნიოლოზ  შენგელაია და სხვანი და სხვანი.  აქ ასწავლიდნენ: იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ლაზარე ხმალაძე...

 

სკოლა ამჟამადაც აგრძელებს სახელოვან ტრადიციებს.  იგი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, რომელთა შორის  ბევრია სამეცნიერო,  სამწერლო, საზოგადოებრივ საქმიანობაში  წარმატებულები,  ოქროსა  და ვერცხლის მედალოსნები. სკოლის  კურსდამთავრებულები   წარმატებით  აგრძელებენ  სწავლას ქვეყნისა და  მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

 

სსიპ იოსებ  ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში საინტერესოდ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ საგნობრივ ოლიმპიადებსა და შემოქმედებით კონფერენციებში. სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს საინტერესო პროექტებს, რის შედეგადაც სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ მოპოვებულია არაერთი  გრანტი.

 

რამდენიმე წელია, სსიპ იოსებ  ოცხელის სახელობის ქალაქ  ქუთაისის №2 საჯარო სკოლა მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას ახორციელებენ  სსიპ იოსებ  ოცხელის სახელობის  ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში.

 

სკოლაში მოღვაწეოს არაერთი სახელოვანი პედაგოგი,  პედაგოგთა უმეტესობა  სერტიფიცირებულია, მათ შორის არიან  მენტორ–მასწავლებლები, ინტეგრირებული (ინგლისური - კომპიუტერი) ნაწილის სერტიფიკატის, ასევე საბუნებისმეტყველო საგნის ექსპერიმენტული ნაწილის სერტიფიკატი მქონე პედაგოგები. ყოველივე საფუძველია იმისა, რომ სკოლა  უზრუნველყოფს სწავლა–სწავლების მაღალ ხარისხსა და მოსწავლეებში ეროვნულ–პატრიოტული ღირებულებების დამკვიდრებას,  სკოლა მოსწავლეებს უყალიბებს მთელი ცხოვრების მანძილზე ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარჩვევებს, რათა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანნი, წარმატებულნი და დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

სსიპ–იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ და  იმარჯვებენ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში, შემოქმედებით კონფერენციებში,  სხვადასხვა სპორტულ,  ინტელექტუალურ,  შემოქმედებით  კონკურსებსა და ფეტივალებში. აღსანიშნავია  წლების მანძილზე სსიპ– იოსებ  ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ  „სასკოლო თეატრების ფესტივალში“ მოპოვებული გრანპრი და სხვადასსხვა სახის ჯილდოები. 

 

 

სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა სწავლებას ახორციელებს სამივე საფეხურზე: დაწყებითი, საბაზო, საშუალო. დაწყებით საფეხურზე ფუნქციონირებს ცეკვის სტუდია, რომლის აღზრდილები დიდ  წარმატებას აღწევენ საერთაშორისო ფესტივალებში.  სკოლაში  მესამე საფეხურზე ჩამოყალიბებულია  საგნობრივი წრეები, დანერგილია მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის სისტემა,  რაც  მოსწავლეებს  საშუალებას  აძლევს, სკოლაში მიღებული განათლების საფუძველზე წარმატებით დაძლიონ  საატესტატო  და ერთიანი ეროვნული გამოცდები.


დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია