საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მადლობა გულისხმიერ ექიმებს!

უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ კლინიკა „კარაპს მედლაინი“  (დირექტორი ფერიდე ხიდაშელი) ერთ-ერთი  ყველაზე საუკეთესოა საქართველოში. ჩვენი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს რამდენჯერმე გვქონდა ურთიერთობა ამ კლინიკის მედპერსონალთან და ისინი ნამდვილად გამოირჩევიან როგორც მაღალი პროფესიონალიზმით, ასევე პაციენტისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულებით.

 

ამჯერად განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „კარაპს მედლაინის“ ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის გულისხმიერი დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ, სადაც ნაღველზე სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელია ცნობილი პროფესორი, ბატონი მერაბ კილაძე.

 

ასეთი მოულოდნელი სტრესიდან სწორედ ამ პროფესიონალმა მედიკოსებმა გამომიყვანეს, დაწყებული მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაციით და დამთავრებული ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულებით.

 

სწორედ ამიტომ უღრმესი მადლობა მინდა, ვუთხრა პროფესორ მერაბ კილაძეს, ჩემს მკურნალ ექიმს, არაჩვეულებრივ ქირურგსა და კარგ ადამიანს, ბატონ თენგიზ კეპულაძეს, დეპარტამენტის ქირურგებს, ბატონებს: ოთარ კეპულაძეს, დავით ელგანდაშვილს, თამაზ ჯიქიას; ანესთეზელოგს, ქალბატონ მარინა კიკოზაშვილს და მთელ მედპერსონალს, ვისაც თავისი პროფესიონალიზმი არ დაუშურებია იმისათვის, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა.

 

 

პატივისცემითა და საუკეთესო

სურვილებით,

 

ნატო გუბელაძე

სულ ნანახია - 2204
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია